სასაზღვრო პოლიციამ თურქეთის მოქალაქე დააკავა

  შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N2 სასაზღვრო სექტორის (კირნათი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე იბრაჰიმ ა. დააკავა. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, იბრაჰიმ ა., სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები