„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ერაყი თურქეთს დახმარებას სთხოვს

ერაყს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში თურქეთის არმიის დახმარება დაჭირდება. ამის შესახებ ერაყის პრეზიდენტმა ფუად მასუმმა განაცხადა, რომელიც თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. CNN Türk-ის ინფორმაციით, ერაყის ლიდერმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული ქალაქ მოსულისთვის ბრძოლა, რომელსაც ამჟამად ისლამისტები აკონტროლებენ, სავარაუდოდ, შემოდგომით დაიწყება. წინა დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაა აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები