ნინო გიორგობიანი: „ეკოპოლისის“ მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრები არ ეკუთვნის არცერთ სახელმწიფო უწყებას!

„ეკოპოლისის“ მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრები არ ეკუთვნის არცერთ სახელმწიფო უწყებას!“ – ასე გამოეხმაურა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი თბილისში ჰაერის დაბინძურებისთვის “ეკოპოლისიის” მიერ მძღოლების „დაჯარიმების“ ფაქტს.
„ბოლო რამდენიმე დღეა ქალაქში მანქანების საქარე მინებზე მოსახლეობას ხვდება ე.წ. საჯარიმო ქვითრები „ჰაერის დაბინძურებისთვის“, რამაც გამოიწვია გარკვეული გაუგებრობა. მოსახლეობა და ჟურნალისტები რეკავენ ჩვენთან და ამოწმებენ ამ ინფორმაციას. ეს ქვითრები არ ეკუთვნის არცერთ სახელმწიფო უწყებას!“ – წერს ნინო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები