უკრაინელების უმეტესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას მხარს უჭერს
რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას უკრაინაში გამოკითხულთა ნახევარი მხარს უჭერს. ასეთია რაზუმკოვის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგი. გამოკითხვის მიხედვით, რუსეთთან სავიზო რეჟიმს რესპონდენტთა 46,7% უჭერს მხარს. ვიზების შემოღებას 40,6% მხარს არ უჭერს, ხოლო 12,7%-ს უჭირს პასუხის გაცემა. ცნობისთვის: გასულ წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმის წინააღმდეგ 59,5% გამოდიოდა, ხოლო მხარს უჭერდა მხოლოდ 26%. ასევე გამოკითხულთა 43,3% მხარს უჭერს დსთ-დან უკრაინის გასვლას, 33,8% ამის წინააღმდეგ გამოდის და 22,9% კითხვას პასუხს ვერ სცემს. გამოკითხვაში 2009 რესპონდენტი მონაწილეობდა, რომელთა საკი 18 წელს აღემატება. კვლევა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა, ყირიმის და ანტიტერორისატული ოპერაციის ზონის გარდა.