ხარძიანის ძმისშვილი მიხეილ ხარძიანს: მოგცეს პარიზული ევროები?

სულ რომ ვიღაც გმართავდა, ეგ ვიცოდი, მაგრამ ასე თუ დაეცემოდი არ მეგონა, – ამ სიტყვებით ეხმაურება მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ძმისშვილი, გიორგი ხარძიანი სოციალურ ქსელში ბესიკ ხარძიანის შვილების მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას.
გიორგი ხარძიანი საკუთარ ბიძაშვილს მიხეილ ხარძიანს ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან მიმართავს:
„გვრცხვენიხარ ხარძიანებს! სულ რომ ვიღაც გმართავდა, ეგ ვიცოდი, მაგრამ ასე თუ დაეცემოდი, არ მეგონა… რომელი ხარძიანების შეკრებაზეა აქ საუბარი? შენი და შენი დის? სხვა ხარძიანი შენ ზედაც არ შემოგხედავს. ხარძიანების შეკრება სულ არ არის საჭირო. ამოსულიყავი შენს ძმასთან, შენს სისხლთან და ხორცთან, დალაპარაკებოდი, თუმცა რომელ საუბარზეა ლაპარაკი, ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს. მაგრამ ღირს საკუთარ ოჯახზე ასეთი საუბარი? მიმიფურთხებია სულში ყველასათვის, ვინც შენსას დაიჯერებს, გვარის შეცდომა ხარ! ფულზე გაყიდულები!!! ტფუი, მიმიფურთხებია შენისთანა ბიძაშვილისთვის!!! რამის თქმა გინდა? მოდი და ოჯახში თქვი, რა ტელევიზიებით ატრიალებ ენას?! ვიღაც იმუქრებოდა ბოლო ობოლი არ ვიქნებიო? მოგცეს პარიზული ევროები? განსხვავება ისაა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ყველაფერს! გვრცხვენიხარ ხარძიანებს! ხორცმეტი ხარ ხარძიანების და მთლიანი ოჯახის!“ – წერს გიორგი ხარძიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილები პირველი ქორწინებიდან – მიხეილ და ანა ხარძიანები, ასევე მისი პირველი მეუღლე ინგა ბაბუაძე ბიზნესმენის მკვლელობის შეკვეთაში მის მეორე მეუღლეს – ეკა ნონიკაშვილს ადანაშაულებენ. მიხეილ ხარძიანის ინფორმაციით, 2012 წელს ნონიკაშვილი ბესიკ ხარძიანის დაკავებაშიც მონაწილეობდა. როგორც მიხეილ ხარძიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდება მუქარა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები