ევროპა აფრიკელ უკანონო მიგრანტებს და ამ ბიზნესის მფარველებს ომს უცხადებს

მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი აფრიკიდან ადამიანების უკანონო ნაკადს ომს უცხადებს. მისი თქმით, საუბარია უმოწყალო სისტემაზე, რომელიც ლტოლვილებზე მდიდრდება და ფულის გულისთვის ყველაფრისთვის მზად არის.
„ეს კრიმინალური ბიზნესი უკეთესად არის ორგანიზებული, ვიდრე აფრიკის ქვეყნების სახელმწიფო მოწყობის სისტემები. ამიტომ ამ პრობლემის მოგვარებას ევროპელები ისევე აპირებენ, როგორც სომალელი მეკობრეების წინააღმდეგ ადენის ყურეში – ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებით“, – აცხადებს ავრამოპულოსი.
როგორც იტალიის პოლიციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, იტალიური მაფიისთვის ბიზნესი, რომელიც დევნილებს უკავშირდება, ფინანსური მოგებით პირველ ადგილზე გავიდა. ერთი მიგრანტის გადაყვანა აფრიკიდან ევროპაში 10 ათას ევრომდე ჯდება. შემდეგ ეს ადამიანები კრიმინალურ ბიზნესში ხვდებიან და მაფია მათ საკუთარ მიზნებში იყენებს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვაში 1800 უკანონო მიგრანტი დაიღუპა. გემების ნავიგაციისთვის ხელსაყრელი სეზონი მხოლოდ დაიწყო და, ზოფიერთი მონაცემებით, ლიბიის სანაპიროზე მილიონზე მეტი მიგრანტი იმყოფება, რომლებსაც ევროპაში მოხვედრის სურვილი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები