რუსეთში კოსმოდრომიდან გაშვებული რაკეტა აფეთქდა

რუსეთის კოსმოდრომ პლესეცკიდან გაშვებული ექსპერიმენტული რაკეტა აფრენის ადგილიდან 7 კილომეტრში ჩამოვარდა და აფეთქდა. „იტარ-ტასის“ ცნობით, რაკეტა ექსპერიმენტული გაშვების დროს ტრაექტორიას ასცდა და არხანგელსკის ოლქის დაუსახლებელ ადგილას ჩავარდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. კატასტროფის მიზეზებს ადგილზე გასული სპეციალისტები სწავლობენ. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წარუმატებელ გაშვებასთან მას კავშირი არა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები