ჩილეში ვულკან კალბუკოს მეორე ამოფრქვევა მოხდა (ვიდეო)

ჩილეში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვულკანის – კალბუკოს უკვე მეორედ ამოფრქვევა მოხდა. ქვეყნის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდებარე ტერიტორიაზე საშიშროების უმაღლესი დონეა შენარჩუნებული. ვულკანის კრატერიდან 20 კილომეტრის რადიუსში ოთხი ათასი ადამიანია ევაკუირებული. ვულკანი კალბუკო ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან სამხრეთით 900 კილომეტრში მდებარეობს. ბოლო ძლიერი ამოფრქვევა აქ 1961 წელს მოხდა. ჩილეს ტერიტორიაზე 2 ათასზე მეტი ვულკანი მდებარეობს, ბოლო 450 წლის განმავლობაში ამოფრქვევა 60 ვულკანზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები