რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებას ლავროვი რუსების დაცვის აუცილებლობით ხსნის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ყირიმის მიერთების გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც რუსი ეროვნების მოსახლეობისთვის რეალური საფრთხე დაინახა. „მან ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც უკრაინაში ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ ყირიმი რუსებისგან უნდა იყოს გაწმენდილი. სწორედ ამ დროს მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლავროვმა.
ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც რუსულ პრესაში ადრეც მუსირებდა, რუსეთმა ყირიმის მიერთების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ აშშ ნახევარკუნძულზე სამხხედრო ბაზების განთავსებას აპირებდა. თუმცა ოფიციალურად შეერთებული შტატების ასეთი გეგმების შესახებ განცხადება არავის გაუკეთებია.