ავსტრიამ სომხების გენოციდი აღიარა
ავსტრიის პარლამენტმა აღიარა და დაგმო 2015 წელს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომხების გემოციდი. Der Spiegel-ის ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატებმა მოუწოდეს თურქეთს, ასეთივე აღიარება მოახდინოს. ავსტრიელმა დეპუტატებმა აღიარეს, რომ პასუხისმგებლობის ნაწილი ავსტრიასაც ეკისრება, ვინაიდან ავსტრია-უნგრეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიის მოკავშირე იყო.
სომხეთის ვერსიით, 1915-1923 წლებში ოსმალებმა ასიათასობით სომეხი ცხოვრებისთვის მიუღებელ პირობებში გადაასახლეს, რამაც მათი მასობრივი დაღუპვა გამოიწვია. თურქეთი გენოციდს უარყოფს. ანკარის ვერსიით, ადამიანები პირველი მსოფლიო ომის პერიოდში საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ.