მიკაილ კადიევს და რიზმან ომაროვს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მიკაილ კადიევსა და რიზმან ომაროვს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ბრალდებულები სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნეს, რაც იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას გულისმობს. მიკაელ კადიევი და რიზმან ომაროვი, რომლებიც დაღესტნიდან არიან, გასული წლის ივნისში დააკავეს. თავდაპირველად მათი დაკავების მიზეზად შს სამინისტრომ ტერაქტის მცდელობა დაასახელა, თუმცა ორივე პირს ბრალად წაყენებული აქვს იარაღის, ასევე ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა. ორივე პირი თბილისში, შავი ზღვის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები