მიხეილ კასიანოვმა „ნემცოვის სია“ შეადგინა
რუსეთის პარტია „პარნასის“ თანათავმჯდომარემ მიხეილ კასიანოვმა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ვალდიმერ კარა-მურზამ ე.წ „ნემცოვის სია“ შეადგინეს, რომელშიც რუსული ტელეარხების რვა ხელმძღვანელი და ჟურნალისტი მოხვდა.
„ჩვენ „ნემცოვის სიას“ ვაშინგტონში, კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განვიხილავთ. ეს ადამიანები პროპაგანდისტები არიან, რომლებიც მედიის საშუალებით საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას ეწეოდნენ. კონკრეტულად კი ისინი ბორის ნემცოვის მიმართ სიძულვილს აღვივებდნენ, ისინი მას დე ფაქტო წამლავდნენ და მისი განადგურებისკენ მოუწოდებდნენ“, – განაცხადა კასიანოვმა.
„ნემცოვის სიაში“ უკვე შევიდნენ ჟურნალისტები: ვლადიმერ სოლოვიოვი, დიმიტრი კისელიოვი, არკადი მამონტოვი, ანდრეი კარაულოვი და კონსტანტინე სიომინი. ასევე ტელეარხების გენერალური დირექტორები – ვლადიმერ კულისტიკოვი და ოლეგ დობროდეევი და სახელმწიფო სათათბიროს წევრი ალექსეი პუშკოვი.