იაპონიის პრემიერ-მინისტრს რადიაქტიული „დრონით“ დაესხნენ თავს

იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს რეზიდენციის სახურავზე პოლიციამ 50-სანტიმეტრიანი „დრონი“ აღმოაჩინა, რომელიც ვიდეოკამერით და ბოლის გაშვების საშუალებით იყო აღჭურვილი. სამართალდამცველების ვერსიით, მათ ტერორისტული აქტის აღკვეთა მოახერხეს. იაპონური მედიის ცნობით, „დრონზე“ რადიაქტიულობის ნიშანი იყო დამაგრებული, შემოწმების შემდეგ რადიაციის მცირე დონე დაფიქსირდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რას იღებდა ეს აპარატი რეზიდენციასთან და რისთვის იყო ის აღჭურვილი ბოლის გაშვების მოწყობილობით. იაპონიაში „დრონების“ გაშვებაზე სპეციალური ნებართვა აუცილებელი არ არის, ნებისმიერ ადამიანს 150 მეტრის სიმაღლეზე დაბლა მათი გაშვება შეუძლია. თავად იაპონიის პრემიერი სინძო აბე ამჟამად ოფიციალური ვიზიტით ინდონეზიაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები