ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქართველი მხატვრების გამოფენა „გაზაფხული – 2015“ გაიხსნება

24 აპრილს, 19 სათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიხსნება ქართველი მხატვრების საგაზაფხულო გამოფენა – „გაზაფხული -2015“.
გამოფენაში 57 ცნობილი მხატვარი მონაწილეობს – გია მარკოზიშვილი, თემურ დვალიშვილი, ლევან ბაიახჩევი, სერგო ბოიახჩევი, გიორგი თექთუმანიძე, ტარიელ კაბასური, ცისანა მარინდაშვილი, გიორგი მელუა, მანუჩარ მაჩაიძე, ნატო სირბილაძე და სხვები.
წარმოდგენილი იქნება ზეთში, აკრილიკით, აკვარელით შესრულებული ნამუშევრები, ასევე მცირე ქანდაკება… გამოფენა 1 მაისამდე გასტანს.

11081267_876807522378268_3223899109584745143_n

11174472_876807589044928_5550278858691779036_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები