არჩილ გამზარდია გიორგი მარგველაშვილზე: თავის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს “ბოროტების და გარყვნილების ბუდეს” თავადვე ეძახდა

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში გადასვლას არ გეგმავენ, ბიუჯეტის არამიზნობირვად ხარჯვას უწოდებს. როგორც გამზარდია ფეისბუქის საკუტარ გვერდზე წერს, მარგველაშვილი თავის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს “ბოროტების და გარყვნილების ბუდეს” თავად ეძახდა.
„როდესაც ადამიანს უხსნიან, რომ რამდენიმე მილიონს ხარჯავ უაზროდ და ეს არასწორიაო;
როდესაც ადამიანს უხსნიან, რომ კონსტიტუციის პირობები შეიცვალა და სხვა ფუნქცია გაქვსო;
როდესაც ადამიანს უხსნიან, რომ სპეციალურად მისთვის აშენდა რეზიდენცია, მასზე მორგებულად;
და ბოლოსდაბოლოს, როდესაც ადამიანს ახსენებენ, რომ თავადვე ეძახდა თავის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს “ბოროტების და გარყვნილების ბუდეს”…
ელემენტარული შეგნების საკითხია, უმოტივაციო  ჯიუტობისაგან თავი შეიკავოს და ღირსების საკითხია, ამგვარ შენობაში ყოფნაზე თავადვე თქვას უარი”, – წერს გამზარდია ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები