ავიაკომპანია Cathay Pacific-ის პილოტი ჰიტროუს აეროპორტში დააკავეს
ავიაკომპანია Cathay Pacific-ის პილოტი ლონდონის აეროპორტში დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, პილოტს ბარგში რამდენიმე დანა აღმოაჩნდა. 61 წლის პილოტი შემოწმების დროს მაშინ დააკავეს, როდესაც ის Boeing 777-ით ლონდონიდან ჰონგ-კონგის მიმართულებით გაფრენას აპირებდა. თვითმფრინავის ბორტზე 250 მგზავრი იმყოფებოდა. პილოტი წინასწარი დაკავების კამერაში მოათავსეს, მაგრამ შემდეგ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პოლიცია და ავიაკომპანია ერთობლივ გამოძიებას აწარმოებენ.