უკრაინაში სპეცრაზმ „ბერკუტის“ სამი ყოფილი წევრი დააკავეს

ხარკოვში დაკავებულია სპეცრაზმ „ბერკუტის“ სამი ყოფილი წევრი, რომლებიც 2014 წელს მაიდანზე მშვიდობიანი მსვლელობის დახვრეტაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა განაცხადა. შოკინმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციის დახვრეტაში ეჭვმიტანილების ძებნის ოპერაცია გრძელდება. „მე გპირდებით – ყველა თავისას მიიღებს. არავინ გამოგვრჩება“, – განაცხადა გენპროკურორმა. უკრაინის ჯანდაცვვის სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანად 2014 წლის 18-დან 20 თებერვლამდე კიევში 77 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა – ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად. ათეულობით ადამიანი კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები