„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი საჰაერო დარტყმის დროს მძიმედ დაიჭრა

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაკრ ალ ბაგდადი დასავლეთ ერაყში განხორციელებული საჰაერო დარტყმის დროს მძიმედ დაიჭრა. „გარდიანის“ ცნობით, ეს ინფორმაცია მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა გასცა. მათი თქმით, ალ-ბაგდადი სირიის საზღვრის სიახლოვეს ჯერ კიდევ მარტში დაიჭრა. ამ წყაროს ცნობით, ისლამისტების ლიდერის ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში იყო, თუმცა მას შემდეგ ალ-ბაგდადის მდგომარეობა გაუმჯობესდა. იმის გამო, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმოამდგენლებს ეგონათ, რომ ალ-ბაგდადი ვერ გადარჩებოდა, მათ რამდენიმე შეხვედრაც გამართეს, რომ მისი მემკვიდრე დაესახელებინათ. მანამდე ალ-ბაგდადიმ განადგურების მუდმივი საფრთხის გამო თავისი უფლებამოსილების და სტრატეგიული გადაწყვეტილებების ნაწილის მიღება „ისლამური სახელმწიფოს“ სხვა ლიდერებს გადააბარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები