მოზარდმაყურებელთა თეატრი დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ხსოვნას სპექტაკლ „კუკარაჩას“ უძღვნის
22 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს „კუკარაჩას“. სპექტაკლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ხსოვნას ეძღვნება. დარბაზის ფოიეში მოეწყობა ბექა მარგიშვილის ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა.
ღონისძიება გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში.