კულტურის სამინისტროში ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა

დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის პრესკონფერენცია. ღონისძიებას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე, კომპანია „მაგთიკომის“ საზოგადობასთან სამსახურის უფროსი ნინო სურგულაძე, კომპანია „სუფთა სახლის“ მარკეტინგის მენეჯერი სოლომონ მამუჩიშვილი. 12-29 მაისს, თბილისში ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში გაიმართება ნოვაციური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავები, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და აკმაყოფილებს ყველა თაობისა და გემოვნების მსმენელს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: ლეგენდარული, მრავალი GRAMMY -ის მფლობელი, ამერიკელი ვარსკვლავური ვოკალური ანსამბლები The Manhattan Transfer და New York Voices.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები