„დიდი მადლობა და ნახვამდის“! – პოლიტტექნოლოგმა პუტინს ნეკროლოგი დაუწერა

უკრაინელმა პოლიტტექნოლოგმა, სააგენტო „გაიდაი.კომ“-ის სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორმა სერგეი გაიდაიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ნეკროლოგი დაუწერა. მისი თქმით, ვინაიდან ნეკროლოგში ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, გაიდაი იმ თემებს ასახელებს, რის გამოც პუტინს უკრაინელებმა მადლობა უნდა გადაუხადონ.
„მინდა მას მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ უკრაინაში პატრიოტიზმი გაჩნდა. არა ცალ-ცალკე აღებული ადამიანების პატრიოტიზმი, არამედ მასობრივი პატრიოტიზმი – როგორც ამერიკაში“, – წერს გაიდაი.
„კიდევ მინდა მადლობა ვუთხრა, რომ დამეხმარა, შემეცვალა ჩემი წარმოდგენა ისეთ მნიშვნელოვან სოციალურ ინსტიტუტზე, როგორიცაა არმია“, – აცხადებს გაიდაი.
მსურს ასევე მადლობა ვუთხრა იმის გამო, რომ ჩვენ ნელ-ნელა ვხდებით არა უბრალოდ მოსახლეობა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობს, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ პოლიტიკურ ერად ვყალიბდებით“, – აცხადებს დერგაი გაიდაი.
გაიდაის თქმით, კიდევ ბევრი რამეს თქმა შეიძლება, რისთვისაც პუტინს მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ ესეც საკმარისია. ბოლო ორი წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის იმდენი, რამდენიც პუტინმა გააკეთა. ის რომ არ ყოფილიყო, მაშინ უნდა შეგვექმნა. ერთი სიტყვით, დიდი მადლობა თქვენ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ!“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები