ალექსანდრე ჭიკაიძე: უკანონოდ არავის უსმენენ

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე უკანონო მოსმენების შესახებ არასამთავრობოების კამპანიას – “ეს შენ გეხება, ჩვენ ისევ გვისმენენ!?” გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, საქართველოში უკანონოდ არავის უსმენენ და მოქალაქეების უფლებები არ იზღუდება.
“მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკანონოდ არაფერი ხდება და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე ამას გრძნობს, რომ მათი უფლებები არ იზღუდება, პირიქით, შს სამინისტრო ხშირ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დამცველია. აღნიშნულის თქმის საფუძველი არ გააჩნიათ. მე არ ჩავუღრმავდები, მაგრამ, როდესაც რეალურად ამის ფიქრის საფუძველი იყო, რატომღაც მაშინ გარკვეული ადამიანები დუმდნენ. კანონის შეცვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩემთვისაც მისაღები იქნება, თუ შევჯერდებით საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მისაღები იქნება ჩემთვისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის”, – განაცხადა ჭიკაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები