ავღანეთში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ყანდაღარში, პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა. კიდევ 17 ადამიანი დაიჭრა. ერთ-ერთი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის განყოფილებაში თავად პოლიციელებმა მიიტანეს და ბომბი მანამდე აფეთქდა, ვიდრე მისი გაუვნებელყოფა მოხერხდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთმა დაჯგუფებამ არ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები