აშშ უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის
აშშ უკრაინას 17,7 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის. ეს გადაწყვეტილება ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ იყო მიღებული. დახმარება სოციალურად გაჭირვებული ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი. კერძოდ, ვაშინგტონი გეგმავს უკრაინაში სანიტარული და სამედიცინო მოწყობილობებისა და სასმელი წყლის გაგზავნას. ასევე ბაიდენი პოროშენკოს 2015 წლის ფინანსური დახმარების ფარგლებში უკრაინისთვის საკრედიტო გარანტიების გამოყოფას დაჰპირდა.