აშშ-მ იემენის სანაპიროსთან ავიამზიდი და სარაკეტო კრეისერი გააგზავნა (ვიდეო)
აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა იემენის სანაპიროსთან ავიამზიდი „თეოდორ რუზველტი“ და სარაკეტო კრეისერი „ნორმანდია“ გააგზავნა. ეს სამხედრო ხომალდები დანარჩენ შვიდს შეუერთდა, რომლებიც უკვე იმყოფებიან იემენის სანაპიროსთან. იქ უკვე განთავსდნენ აშშ-ს საესკადრო ნაღმოსნები და სადესანტო გემები, რომელთა ბორტზე 2 200 ამერიკელი საზღვაო ქვეითი იმყოფება. პენტაგონმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ხომალდები იმ ადგილზე იმყოფებიან იემენში ირანული იარაღის შეტანის აღსაკვეთად. ამასთანავე, საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები იემენის ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ და მათ პოზიციებს ყოველდღე ბომბავენ.