ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართება

21 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის პრესკონფერენცია. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე, კომპანია „მაგთიკომის“- საზოგადობასთან სამსახურის უფროსი ნინო სურგულაძე, კომპანია „სუფთა სახლის“ მარკეტინგის მენეჯერი სოლომონ მამუჩიშვილი და სასტუმრო „რუმს თბილისის“ ბიზნესგანვითარების მენეჯერი ოთარ ბერიშვილი. 12-29 მაისს, თბილისში ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში გაიმართება ნოვაციური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავები, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და აკმაყოფილებს ყველა თაობისა და გემოვნების მსმენელს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: ლეგენდარული, მრავალი GRAMMY-ის მფლობელი, ამერიკელი ვარსკვლავური ვოკალური ანსამბლები: The Manhattan Transfer და New York Voices.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები