თბილისის საგუნდო მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალი

21 აპრილს, 12:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკაში თბილისის საგუნდო მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2015 წლის 22 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ჩატარდება თბილისის საგუნდო მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს მასშტაბით არსებული სხვადასხვა აკადემიური და საბავშვო კოლექტივი, ასევე პროფესიული გუნდები უცხოეთიდან. აღსანიშნავია, რომ წელს თბილისის საგუნდო მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს პოლონეთის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის კამერული გუნდი, რომელიც მსმენელის წინაშე განსხვავებული პროგრამით წარდგება. თბილისის საგუნდო მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონია 2 მაისს შედგება და მასში მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში მონაწილე ყველა საგუნდო კოლექტივი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები