ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ლიტვის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა (ვიდეო)

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ლიტვის ელჩთან, იონას პასლაუსკასთან, საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა იონას პასლაუსკასს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ლიტვას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები