ბათირა არაბულის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

22 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ბათირა არაბულის წიგნის „ბათირა არაბული – მითებში შობილთა მემკვიდრე“ პრეზენტაცია გაიმართება. ეს წიგნი „რიჟა“, სამწუხაროდ, ბათირას გარდაცვალების შემდეგ გამოცემული ფიქრიანი განსჯის შედეგია.
მასში შესულია მისი ლექსები, წერილები, ჩანაწერები. მხოლოდ და მხოლოდ არაბულების (შვიდის) მოგონებები და ტარიელ ფუტკარაძის ორი წერილი ხევსურეთის შესახებ. სარედაქციო საბჭო: ამირან არაბული, ბაღათერ არაბული, ტარიელ ფუტკარაძე. ფოლკლორული მასალა დაიბეჭდა ამირან არაბულის რეადქტორობით. ეს წიგნი დასტურია იმისა, რომ „მხოლოდ ადამინის წარმავალი მეხსიერების იმედად არ უნდა დარჩეს ბათირას სახელი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები