ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, პოლ ფიდესის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

21 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, პოლ ფიდესის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი „შექსპირი და რელიგია“ ქართულად პაატა ჩხეიძემ თარგმნა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნში თავმოყრილია პროფესორ ფიდესის ოთხი ლექცია, რომლებიც მან 2008 და 2014 წლებში წაიკითხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნის ინგლისური ვერსია ჯერ არ გამოცემულა, ამდენად, ქართული თარგმანი წინ უსწრებს ინგლისური დედნის გამოცემას. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები