ნოდარ დუმბაძის „დიდროს“ მოტივებზე დადგმული სპექტაკლი გათამაშდება, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიას ეძღვნება

27 აპრილს, 18:00 საათზე, ჰ. ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრისა და ჯ. ჯაბარლის სახელობის ქ. ერევნის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრების დასების მონაწეილეობით, ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრში, ნ. დუმბაძის „დიდროს“ მოტივებზე დადგმული სპექტაკლი გათამაშდება, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიას ეძღვნება.
პროექტის ხელმძღვანელები იფთიხარ პირიევი და ზურაბ სიხარულიძე არიან. დამდგმელი რეჟისორი თურგაი ველი-ზადეა, რომელსაც მხატვრობა და მუსიკალური გაფორმებაც ეკუთვნის. ქორეოგრაფი ასლან მამედოვი, რადისტი გიუნაი ქამილი, კოსტიუმერი მელაჰეთ ისმაილოვას ეკუთვნის. მონაწილეობენ: ასლან მამედოვი, ეჰლიმან ერშალდი, შებნემ ჯაბრაილოვა, ლეილა კასუმოვა, ვაგიფ კარიმოვი-აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი, ესმირალდა შაჰბაზოვა-აზერბაიჯანის დამსახუერებული არტისტი, ლეილა შალიევა. პრემიერა გაიმართება ნ. დუმბაძის სახ. თბილისის მოზარდმაყურებლის თეატრის მცირე სცენაზე. სპექტაკლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროების ერთობლივი პროექტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები