უკრაინელი დეპუტატი დავით საყვარელიძისგან იმ პირთა დასახელებას ითხოვს, ვინც ქრთამს სთავაზობდა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ვიქტოს ბალოგა გენერალური პროკურორის მოადგილეს დავით საყვარელიძისგან იმ პირთა ვინაობის დასახელებას მოითხოვს, ვინც მას ქრთამს სთავაზობდა. „კორუფციას ყოველთვის კონკრეტული გვარი გააჩნია. ჩვენ- ყველამ ერთად უნდა მოვთხოვოთ ბატონ საყვარელიძეს დაასახელოს იმ ადამიანების ვინაობა, ვინც თვეში 10 მილიონ დოლარს სთავაზობდა. და კიდევ, მან უნდა თქვას, რა მომსახურებაში სთავაზობდნენ ამ თანხას“, – აცხადებს ბალოგა. დეპუტატის აზრით, თუ საყვარელიძე კონკრეტულ გვარებს არ დაასახელებს, ეს ისტორია ბლეფს დაემსგავსება. „კორუფციის დამარცხება მხოლოდ კონკრეტული პირების წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი ქმედებების განხორციელებით არის შესაძლებელი. პირველი ნაბიჯი დავით საყვარელიძემ უკვე გადადგა, ახლა უნდა გადადგას მეორეც. საჯაროობა ამ საკითხში საუკეთესო მოკავშირეა“, – აცხადებს დეპუტატი ვიქტორ ბალოგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები