დავით ევგენიძის საიუბილეო კონცერტთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა

21 აპრილს, 20 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში დავით ევგენიძის საიუბილეო კონცერტი „რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შეგვიყვარდა“ გაიმართება. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და მუსიკოსი დავით ევგენიძე გაუძღვნენ. კონცერტი-პერფორმანსი ასახავს ახალი საუკუნის მოსვლას. კონცერტში გამოყენებული იქნება თითქმის ყველა ჟანრი, დაწყებული უძველესი საგალობლებით, კლასიკური ჰარმონიებით, ჯაზის რიტმული ჟღერადობითა და ელექტრონული მუსიკით, დამთავრებული ახალტექნოლოგიური ინოვაციური მიდგომებით, რაც ხაზს უსვამს არჩევანის თავისუფლებას მუსიკაში. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა ოლეგ ტიმჩენკოს მიერ „ანგელოზის ფრთები“, რომელთან სურათების გადაღების საშუალებაც მაყურებელს კონცერტის დაწყებამდე ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები