ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ჯუმბერ დუნდუა გულის შეტევით გარდაიცვალა

  დღეს საკუთარ სახლში გულის შეტევით ცნობილი ქორეოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, კულტურის ამაგდარის წოდების მფლობელი ჯუმბერ დუნდუა გარდაიცვალა. 1997 წელს იგი ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო 2012 წლის 17 აპრილს ოზურგეთის დრამატული თეატრის წინ ჯუმბერ დუნდუას ვარსკვლავი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები