შსს-ს თანამშრომლებმა ხონში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საქველმოქმედო აქციას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ხონში მცხოვრები მუშკუდიანების შეჭირვებული ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს.
შს სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად შეჭირვებულ 2000-ზე მეტ ოჯახს გაუწია დახმარება. როგორც სამნისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მათივე ცნობით, უწყება, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებას მომავალშიც განაგძობს.