ირაკლი ღარიბაშვილი ჭრებალოს მოსახლეობას შეხვდა

მცირე და მიკრო მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას გაესაუბრა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივებმა მთავრობის მეთაურს რამდენიმე საკითხის მოგვარების თხოვნით მიმართეს. მათი ინფორმაციით, ხეების მოჭრის შესაძლებლობა არ ეძლევათ. პრემიერმა გარემოს დაცვის მინისტრს დაავალა გარკვევა, აქვს თუ არა ადგილი საბოტაჟს და რატომ ეშლება ხელი მოსახლეობას. ღარიბაშვილს ასევე მოტობლოკების დროულად მიწოდების თხოვნით მიმართეს, რაზეც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მათ განუმარტა, რომ მოტობლოკებს მომავალ კვირას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მოსახლეობამ ისაუბრა იმ ბარიერზე, რასაც ადგილობრივ მშენებლებს ელექტრონული ტენდერები უქმნის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ტენდერში უპირატესობა ენიჭება კონკურენტულ ფასს და მთავრობას ამ საკითხში ჩარევის ბერკეტი არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები