ობამა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. ობამას აზრით, ეს მოსკოვის მიერ მინსკის შეთანხმებების შესრულებამდე უნდა გაგრძელდეს. განცხადება თეთრი სახლის ხელმძღვანელმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან მატეო რეცისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „იმედი მაქვს, რომ ზაფხულში, როდესაც ევროპის საბჭო სანქციების გაგრძელების ან გაუქმების საკითხს განიხილავს, არა მარტო იტალია, არამედ ევროპის ყველა ქვეყანა აღიარებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება არასწორი სიგნალი იქნებოდა“, – აცხადებს ობამა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები