ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებას ვლადიმერ პუტინი ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიულს უწოდებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალში არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების აღირებას, თუმცა ამ ეტაპზე ამ საკითხის განხილვას კონტრპორდუქტიულს უწოდებს.
„ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ მსურს. ნებისმიერი ჩემი პასუხი შეიძლება კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს. ვიმოქმედებთ იმ რეალობებიდან გამომდინარე, რომელიც მომავალში შეიქმნება“, – განაცხადა პურტინმა ტელეარხ „როსიას“ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
პუტინმა ეს განცხადება ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა. მედიის წარმომადგენელთა კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: “შეუძლია თუ არა მას ისეთი ვარიანტის წარმოდგენა, რომლის დროსაც დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკები რუსეთის მიერ აღიარებული იქნება”.