რა გახდა 20 წლის გოგონას სიკვდილის მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს

თბილისში 20 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა ლაგოდეხის სოფელ ლელიანის მაცხოვრებელია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, 20 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზები, რომლის დასკვნის შემდეგ გაირკვევა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის გოგონამ დიდი ოდენობით მედიკამენტები მიიღო, რამაც, სავარაუდოდ, მისი გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები