ლუგანსკის ოლქში უკრაინელ სამხედროებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს
უკრაინის აღმოსავლეთში, ლუგანსკის ოლქის სოფელ ტრეხიზბენკასთან უკრაინელ სამხედროებს და პრორუს „ბოევიკებს“ შორის ბრძოლა მიმდინარეობს. რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გენადი მოსკალის ინფორმაციით, შეტაკება დილიდან დაიწყო, როდესაც სეპარატისტების დაჯგუფება მდინარე სევერსკი დონეცზე აფეთქებულ ხიდთან მივიდა და მეორე ნაპირზე მყოფ უკრაინელ სამხედროებს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან, მათ შორის არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა. უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.