ერაყში სადამ ჰუსეინის მოადგილე მოკლეს
ერაყში სამთავრობო ჯარებმა იზატ ად დური მოკლეს, რომელიც სადამ ჰუსეინის მმართველობის წლებში ერაყის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ად დური და მისი 9 მცველი ქალაქ ტიკრიტთან სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს. ამჟამად მისი დნმ-ის ექსპერტიზა მიმდინარეობს, რათა ერაყის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ვინაობა ოფიციალურად დადასტურდეს. ად-დურიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ერაყის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმიწფოს“ შექმნაში. ის პერიოდულად ვიდეომიმართვებს ავრცელებდა. მის დაჭერაში აშშ-მ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.