მიჩიგანში მილიარდერი ალფრედ ტაუბმანი გარდაიცვალა
მიჩიგანის მილიარდერი ალფრედ ტაუბმანი, რომელიც ბიზნესსაქმიანობით და ქველმოქმედებით არის ცნობილი, საკუთარ ბინაში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტაუბმანმა ასობით მილიონი დოლარი ქველმოქმედებისთვის დახარჯა. ის აფინანსებდა საავადმყოფოებს, მუზეუმებს და უნივერსიტეტებს. მილიარდერმა 65 წლის წინ კომპანია „ტაუბმან ინკორპორეიტედი“ დააფუძნა, რომლის განვითარებას მთელი ცხოვრება დაუთმო.
„ეს კომპანია მამაჩემის ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი იყო. მან ამ საქმიაონობას მთელი სიცოცხლე მიუძღვნა“. ეს შეტყობინება კომპანიის წარმომადგენლებს მილიარდერის შვილმა რობერტ ტაუბმანმა გაუგზავნა. ალფრედ ტაუბმანი რამდენჯერმე ხვდებოდა სამართალდამცველი ორგანოების ყურადღების ქვეშ.. მისი კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი ბოლო გამოძიება მილირდერის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო.