„შპიგელის“ ინფორმაციით, რუსეთი და საბერძნეთი მრავალმილიარდიან გაზის კონტრაქტს ამზადებენ

ათენმა და მოსკოვმა შეიძლება ორმხრივ შეთანხმებას მოაწერონ ხელი, რომლის მიხედვით რუსეთმა საბერძნეთს შეიძლება 5 მილიარდი ევრო გადაუხადოს გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მშენებლობის საფასურად. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს. ამ წყაროს ცნობით, კონტრაქტის დეტალები გასულ კვირას მოსკოვში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრისის ვიზიტის დროს განიხილებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება შედგება, ათენი მოსკოვისგან სამიდან ხუთ მილიარდ ევრომდე მიიღებს, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში საბრძნეთის ტერიტორიის გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტრანზიტის ავანსად ჩაირიცხება. ათენს ეს ფული ძალზე ესაჭიროება. როგორც ცნობილი გახდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საბერძნეთს ვალების გადავადებაზე უარი უთხრა. მოსკოვთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ევროკავშირის პარტნიორებთან ვალებზე მოლაპარაკების გადადება ივნისამდე მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები