ავსტრალიაში ტერორისტული აქტების ორგანიზების ბრალდებით 5 მოზარდი დააკავეს
ავსტრალიული პოლიციის განცხადებით, მათ ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფო“ ამზადებდა. პოლიციამ 5 ეჭვმიტანილი დააკავა, ისინი 18-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდები არიან. ორი მათგანი ტერორისტული აქტების მომზადებაში არის ეჭვმიტანილი, ხოლო სამს იარაღის უკანონო შენახვას ადანაშაულებენ. ანტიტერორისტულ ოპერაციაში 200-დე პოლიციელი მონაწილეობდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ახალგაზრდები მომავალ კვირას მელბურნის სამხედრო მემორიალთან ღონისძიებების დროს პოლიციელებზე თავდასხმას გეგმავდნენ.