ესტონეთის პრეზიდენტი მეუღლეს ეყრება
ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა და მისმა მეუღლემ გაყრა გადაწყვიტეს. შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება გასულ წელს აგორებულ სკანდალს უკავშირდებოდეს. მაშინ ესტონეთის პირველი ლედი რესტორანში უცხო მამაკაცის თანხლებით შეამჩნიეს. ესტონური მედიის ცნობით, პრეზიდენტის მეუღლე მთელი საღამო ცეკვავდა და თანამგზავრს კოცნიდა. თომას ილვესმა მეუღლესთან ერთად 11 წელი იცხოვრა. პრეზიდენტის კანცელარიაში აცხადებენ, რომ გაყრის გადაწყვეტილება მეუღლეებმა ერთობლივად მიიღეს. „ისინი პირადი მოტივებით ხელმძღვანელობდნენ, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურის პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირი არა აქვს. ოფიციალურად გაყრა 30 აპრილს შედგება“, – ნათქვამია პრეზიდენტის კანცელარიის განცხადებაში.