აშშ-ს კალიფორნიის შტატში გაზსადენი აფეთქდა (ვიდეო)
კალიფორნიის შტატში, მთავარ ავტომაგისტრალთან გაზსადენი აფეთქდა. აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, აფეთქება საგზაო სამუშაოების დროს მოხდა, როდესაც სარემონტო ბრიგადამ გაზსადენი შემთხვევით დააზიანა. თვითმხილველების თქმით, აფეთქებისას ცეცხლი 30 მეტრის სიმაღლეზე ავარდა. ინციდენტის შემდეგ ავტომაგისტრალზე გადაადგილება 4 საათის განმავლობაში შეჩერებული იყო.