ავღანეთის აღმოსავლეთში მომხდარ ტერაქტს 33 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის აღმოსავლეთში, ქალაქ ჯალალაბადში აფეთქების შედეგად დაღუპულია 33 ადამიანი, 100 კი დაშავდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს იმის თაობაზე, რომ ამ ტერაქტის მოწყობასთან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ. „ ეს ძალიან ცუდი ფაქტია და ჩვენ მას ვგმობთ“, – განუცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“.