სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა

რეაქტიული თვითმფრინავი Falcon 50, რომლის ბორტზე სერბეთის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი იმყოფებოდა, ტექნიკური პრობლემების გამო იძულებული იყო ბელგრადში დაბრუნებულიყო. ნოკოლიჩის თვითმფრინავს, რომელიც ვატიკანში მიფრინავდა, ადრიატიკის ზღვზე სამიდან ერთ-ერთი ძრავა გაუფუჭდა. ამის გამო საჰაერო ხომალდმა სიმაღლე დაგარგა და პილოტს გარკვეული დრო დასჭირდა, რომ ის გაესწორებინა და აეროპორტში დაესვა. სერბეთის პრეზიდენტი ვატიკანში რომის პაპს ფრანცისკეს უნდა შეხვედროდა. საჰაერო ინციდენტის გამო ვიზიტი გაურკევეველი ვადით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები