საერთაშორისო კოალიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ პოზიციები დაბომბა
საერთაშორისო კოალიციის ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ შენაერთებზე ერაყის ქალაქ რამადის სიახლოვეს ავიადარტყმები განახორციელა. „ევრონიუსის“ ცნობით, ქალაქის სიახლოვეს მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. ჯიჰადისტები მის დაკავებას ცდილობენ, ვინაიდან რამადი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტია ერაყის დედაქალაქიდან 130 კილომეტრში. მათ უკვე აიღეს ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე დასახლებული პუნქტი. ასევე ისლამისტები აკონტროლებენ ავტომაგისტრალებს, რის გამო სამთავრობო ჯარებისთვის ტყვია-წამლის და სურსათის მიწოდება გართულებულია. გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს ასევე ერაყის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსთან ქალაქ ბაიჯიში. საბრძოლო მოქმედებების გამო რამადის მიმდებარე ტერიტორიიდან ათასობით მშვიდობიანი ადამიანი გარბის.