არიზონაში ოჯახურ გარჩევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

არიზონას შტატის ქალაქ ფინიქსის ერთ-ერთ სახლში ოჯახური გარჩევა სროლით დასრულდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა. გაზეთ „ლოს ანჯელეს თაიმსის“ ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნია სამი მამაკაცის და ორი ქალის ცხედარი. გამოცემის ცნობით, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა სახლიდან გაქცევა მოახერხა და იქ მომხდარი ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებს მან შეატყობინა. ადგილზე მისულ პოლიციას სახლის კარები და ფანჯრები დაბლოკილი დახვდა. ბინაში შესაღწევად მათ სპეციალური რობოტი გამოიყენეს. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები